00:26 | 2021-01-09 ავტორი: Prime Time

ცოტა ხნის წინ, სამეგრელოში შვილმა მამა მოკლა

ცოტა ხნის წინ, სამეგრელოში შვილმა მამა მოკლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლეწურწუმეს უბანში შვილმა მამა მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

 

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას კ.წ -ს შვილმა ნ. წურწუმიამ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

 

მამა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შვილმა კი თვითდაზიანება მიიყენა და თვითმკვლელობა სცადა.

 

სავარაუდო დამნაშავე ჩხოროწყუს რაიონის საავადმყოფოში იმყოფება და მის სხვა კლინიკაში გადასაყვანად რეანომობილს ელოდებიან.

 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time


X