01:41 | 2020-05-23 ავტორი: Prime Time

ცოტა ხნის წინ Covid-19 ოთხ ადამიანს დადასტურდა – მათგან 3 არასრულწლოვანია

ზუგდიდში ოთხ ადამიანს Covid-19 დადასტურდა.

 

აქედან 3 არასრულწლოვანი 42 წლის ზუგდიდელი სატვირთოს მძღოლის კლასტერიდანაა და ერთი ახალგაზრდა ქალია, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა.

 

ბოლო მონაცემები:

მხოლოდ 2 ინფიცირებული და 10 გამოჯანმრთელებული - ახალი მონაცემები კორონავირუსზე
2020-05-22მხოლოდ 2 ინფიცირებული და 10 გამოჯანმრთელებული - ახალი მონაცემები კორონავირუსზე

 

სამი არასრულწლოვანიდან ერთი სატვირთოს მძღოლის ოჯახის წევრია და ორი – მათი ნათესავი.

 

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი მონაცემები ჯერ არ ასახულა.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X