00:55 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

ცოტა ხანს შევიწუხოთ თავი, გავიჭირვოთ მაქსიმუმ სამი კვირა – თენგიზ ცერცვაძე

ცოტა ხანს შევიწუხოთ თავი, გავიჭირვოთ მაქსიმუმ სამი კვირა – თენგიზ ცერცვაძე

ცოტა ხანს მეტად შევიწუხოთ თავი, ცოტა ხანი მეტად გავიჭირვოთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ეთერში განაცხადა. ცერცვაძის თქმით, შეზღუდვები არ არის კომფორტული, მაგრამ ეს იქნება შედეგის მომტანი.

 

„ეს იქნება გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გავუძლოთ და შედეგი იქნება ის, რომ სტაბილიზაციის ტენდენცია, რომელიც ჩვენთან შემთხვევათა მატებაში უკვე შეინიშნება, გახდება მყარი და დაიწყება შემთხვევათა კლება.

 

ცოტა ხანს მეტად შევიწუხოთ თავი, ცოტა ხანი მეტად გავიჭირვოთ. ეს ორი კვირა, მაქსიმუმ სამი კვირა ძალიან მკაცრად შევასრულოთ რეკომენდაციები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X