23:48 | 2021-02-28 ავტორი: Prime Time

„ცოლი და 2 შვილი ჰყავდა“ – ვინ იყო ნანი ბრეგვაძის პირველი გატაცება

„ცოლი და 2 შვილი ჰყავდა“ – ვინ იყო ნანი ბრეგვაძის პირველი გატაცება

მომღერალი ნანი ბრეგვაძე პირადი ცხოვრების შესახებ საუბარობს. ის ერთ-ერთ ეპიოდს იხსენებს, როდესაც სოფიკო ჭიაურელის ძმა, რამაზ ჭიაურელი მოეწონა და დედის სურვილის მიუხედავად, თმა შეიჭრა.

 

„შეუღებავი, ძალიან სქელი ერთი ნაწნავი მქონდა გრძელი. მე თვითონ ვერ შევიჭრიდი, რადგან დედაჩემის მეშინოდა.

 

მერე სოფიკო ჭიაურელის ძმა, რამაზ ჭიაურელი ძალიან მომეწონა, ჩემი პირველი დიდი მოწონება ეს იყო და მან თქვა, რომ იღებდა გეპეის ბიჭებს და მე ბაკურიანში. ამ თმით ვერაფერი გამიკეთა, გაგიჟდნენ, ადგა და მოდი, შევჭრათო.​ ვიფიქრე, რომ თქვას, თავი წააჭერი იმაზეც თანახმა ვიყავი. სხვათაშორის, სახლში რომ მივედი, დედაჩემმა ერთი სიტყვა არ მითხრა. ისე უყვარდა რამაზ ჭიაურელი.

 

„ომი გინდოდათ, მიიღებთ ომს“ - ექიმი ზაზა თელია Fake-წამლების და დანამატების წინააღმდეგ
2021-02-28„ომი გინდოდათ, მიიღებთ ომს“ - ექიმი ზაზა თელია Fake-წამლების და დანამატების წინააღმდეგ

 

კითხვაზე, რატომ არ განვითარდა მათი სასიყვარულო ურთიერთობა, ნანი ბრეგვაძე ამბობს, რომ ეს არ შეიძლებოდა.

 

„ცოლი და 2 შვილი ჰყავდა. ვერიკოც ჩამოვიდა ბაკურიანში, რომ გაიგო რაღაცა ხდებოდა და „დაგვაცილეს“. დედაჩემს ყოველთვის ყურს ვუგდებდი, მერე მერაბი მოვიდა, არაჩვეულებრივი შესახედაობის ბიჭი“, – იხსენებს ნანი ბრეგვაძე.

ავტორი: Prime Time


X