11:50 | 2020-04-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

ცოლ-ქმრის თვითიზოლაცია ქალის ყოფილ ქმართან, ყოფილი ქმრის ახალ მეგობარ ქალთან და 5 ბავშვთან ერთად (აშშ)

ცოლ-ქმრის თვითიზოლაცია ქალის ყოფილ ქმართან, ყოფილი ქმრის ახალ მეგობარ ქალთან და 5 ბავშვთან ერთად (აშშ)

აშშ-ში, ტენესის შტატში მცხოვრები ცოლ-ქმარი თვითიზოლაციაში ქალის ყოფილ ქმართან, ყოფილი ქმრის ახალ მეგობარ ქალთან და 5 ბავშვთან ერთად აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს.

 

32 წლის კეიტი ბლექმერის თქმით, როცა ის ქმარს, სტივენ შეფარდს გაშორდა, დაიფიცა რომ ისინი ერთ ჭერქვეშ არასდროს იცხოვრებდნენ.

 

თუმცა, ახლა ორი ოჯახი ერთ სახლში ცხოვრობს და თვითიზოლაციის პირობებში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

 

„შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის ყოფილ ქმართან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კოშმარი იყოს, მაგრამ მე და სტივენს ეს კარგად გამოგვდის“,- ამბობს კეიტი.

 

კეიტი და სტივენი ერთმანეთს 2002 წელს შეხვდნენ. მაშინ ორივე 18 წლის იყო. ისინი დაქორწინდნენ და სამი შვილი ეყოლათ.

 

13-წლიანი ქორწინების შემდეგ 2015 წელს, კეიტი და სტივენი ერთმანეთს დაშორდნენ. ორივემ სხვა პარტნიორები გაიჩინეს. კეიტისა და მისი ყოფილი ქმრის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ის სტივენის მეგობარ ბენზე დაქორწინდა. ამან სტივენი ძალიან გააბრაზა.

 

ერთხელ კეიტს ერთმა მშობელმა უთხრა, რომ ბავშვებზე მშობლების განქორწინება და დაძაბული გარემო ძალიან მოქმედებდა. ამიტომ კეიტმა გადაწყვიტა სტივენთან ურთიერთობები დაელაგებინა.

 

2017 წელს სტივენი და მისი ძმა მაიკლი ავარიაში მოჰყვნენ. მაიკლი გარდაიცვალა, სტივენმა კი მძიმე ტრავმები მიიღო და 24-საათიან მოვლას საჭიროებდა.

 

უსახსრობის გამო სტივენი რეაბილიტაციას ვერ გავიდოდა, ამიტომ კეიტიმ ის თავის სახლში წაიყვანა, მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა კი ბენმა (კეიტის ქმარმა და სტივენის მეგობარმა) აიღო.

 

„ის მარტო იყო და საკუთარ თავს ვერ მიხედავდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი ჩვენთან გადმოსვლა ბუნებრივი იყო. როდესაც სტივენს ვკითხე სად უნდოდა წასვლა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მან მითხრა „შვილებთან მინდა“,- ამბობს კეიტი.

 

კეიტმა და ბენმა სტივენზე ზურნვა დაიწყეს.

 

იმავე წლის დეკემბერში სტივენი ყოფილი ცოლის თანაკლასელს, ბრენდის შეხვდა.

 

წყვილი სახლის ქირაობას გეგმავდა, კეიტიმ კი მათ თავის სახლში ცხოვრება შესთავაზა. ახლა ორი წყვილი კომუნალურ გადასახადებს და იპოთეკას მონაცვლეობით იხდის.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X