10:30 | 2020-07-13 ავტორი: Prime Time

„ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე, ცოდვიანი“ – რა სურვილი გაუმხილა „დარაბებს მიღმა გაზაფხულიას“ კოკამ „პრაიმტაიმს“

„ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე, ცოდვიანი“ – რა სურვილი გაუმხილა „დარაბებს მიღმა გაზაფხულიას“ კოკამ „პრაიმტაიმს“

„ადამიანი – ლეგენდა, ერს და ბერს რომ აუძგერა გული და პულსი აგრძნობინა… ექვთიმე რომ გაგვიცოცხლა და ცრემლად გვაქცია…“ – ამ სიტყვებით ეხმიანება მსახიობ რეზო ჩხიკვიშვილს ფილმის – „ექვთიმე ღვთისკაცის“ პრემიერის შემდეგ ქართველი საზოგადოება.

 

ლეგენდარული ქართველი მსახიობი თითქმის 26 წელია გერმანიის ქალაქ ესენის „გრილოს“ სახელობის სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობს. გასულ წელს, თეატრმა, ერთგული შრომის და წარმატებული ღვაწლის აღსანიშნავად, მას საპატიო სიგელი გადასცა. „ღირსეულ მსახიობად მაღიარეს. გადმომეცა ფულადი ჯილდო და დასვენების დღეები, რომელსაც შებულებას მივუმატებ“ – ამბობს მსახიობი „პრამიტაიმთან“ ინტერვიუში.

 

1974-1978 წლებში, რეზო ჩხიკვიშვილი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1978 წელს, რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ, რუსთავის თეატრში მიიწვია. ამ როლით, დიდად არ მოხიბლულა, რომელიმე კლასიკური პერსონაჟის განსახიერება ერჩივნა, მაგრამ სწორედ, ამ სპექტაკლმა მოუტანა გასაოცარი წარმატება.

2020-07-06"გადამღებ ჯგუფზე გაბრაზებული ვარ, გაგიმხელთ რატომაც" - როგორ მოექცნენ იუბილარ ზურაბ ცინცქილაძეს

„იმ პერიოდში, როცა „დარაბებს“ ვთამაშობდი და ამხელა გრძნობებით ვიცლებოდი, შეყვარებული არ მყავდა. მინდოდა, სპექტაკლი ვინმესთვის მიმეძღვნა და ასეთი ადამიანი, არ იყო ჩემ გვერდით. ვიყურებოდი ფარდიდან დარბაზში, ამოვირჩევდი რომელიმე ლამაზ გოგოს, ჰაეროვან კოცნას გავუგზავნიდი, დავიმახსოვრებდი მის თვალებს, სახეს და მას ვუძღვნიდი სპექტაკლს“, – რეზო ჩხიკვიშვილი.

 

80-იან წლებში რუსთავის თეატრის სცენაზე დადგმულმა სპექტაკლმა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია, რომლის რეჟისორია მიშა ბუკია, მსახიობებს – რეზო ჩხიკვიშვილსა და ეკა ქუთათელაძეს, არნახული პოპულარობა მოუტანა.

 

კოკას როლის შემსრულებელზე, ყველა გოგონა, უზომოდ შეყვარებული იყო. „ბებიაჩემი ისე წავიდა, ეგონა, ნათელი ბიჭი დამტოვა… ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე, ცოდვიანი… ჩემს სიცოცხლეს, დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა, თვითონ კი, ჩემს შვილს განაჩენი გამოვუტანე და საყვარელ გოგონას სული დავუსახიჩრე… როდის ხდება ეს, როდის, როდის??? ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარ თავში, ღორს რომ აღმოაჩენ?… როდის ვხდებით პირუტყვები, როდის?… მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ და ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი, რომ კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე… რატომ, რისთვის?! ადამიანს ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაბუდებული მკერდში… აი, სად მოვახერხეთ ამისი ჩატკეპნა, რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ, ღმერთო?!…

 

– 80-იანი წლების ყველაზე პოპულარული სპექტაკლის გმირის, კოკა მხეიძის გულიდან ამოსული მონოლოგი, იმ თაობის ყველა ახალგაზრდამ ზეპირად იცოდა. კოკას გმირი, მსახიობის, სავიზიტო ბარათად იქცა და სწორედ, ამ როლის გამო, წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს – 1980 წელს კომკავშირის პრემიის ლაურეატი გახდა, პაატა ბურჭულაძესთან და თამრიკო გვერდწითელთან ერთად.

 

რეზო ჩხიკვიშვილი 1978 წლიდან, რუსთავის თეატრის მსახიობი იყო და დაოსტატების პირველი წლები, მარჯანიშვილელების „მეამბოხე თაობასთან ერთად გაატარა.

 

რუსთავის თეატრის შემდეგ, ახალი შემოქმედებითი ეტაპი უკვე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიწყო: – „შეყვარებულთა ციურ ბადეთა კუნძული, „თავადის ასული მერი, „ოტელო, „ლურჯი ურჩხული, „გრაალის მცველნი, „დიდოსტატის მარჯვენა, „კალიგულა…

 

2020-07-08"მარიკო სამსახურიდან გამოცდების გამო გავათავისუფლეთ" - სად მუშაობს და რა ფაკულტეტზე აბარებს ლელას და "მამულიჩას" ქალიშვილი

 

– მენატრება, ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი თბილისი – მომღიმარი სახეებით, კარგი განწყობით, ცოტა მანქანით და სუფთა ჰაერით. მენატრება ის დრო, როცა ვთამაშობდი – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. ჩემი გული, სული, ფიქრები საქართველოს ეკუთვნის

 

მის გარეშე არ შემიძლია. მოვა დრო, როდესაც მთლიანად დავუბრუნდები ჩემ ქვეყანას. ვისურვებდი, რომ მეტად დაინტერესდნენ ჩემით ქართველი რეჟისორები და ხშირად მქონდეს, ქართულ პროექტებში მონაწილეობის საშუალება.

 

მინდა, ორივე ქვეყანას – საქართველოს და გერმანიის ხელოვნებას ვემსახურო… და პატარა გულმხურვალე მშენებელი ვიყო ამ ორ ქვეყანას შორის“ – ამბობს მსახიობი, რამდენიმე ხნის წინ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

2018 წლის 20 იანვარს გაიმართა, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის – „ექვთიმე ღვთისკაცის“ პრემიერა, სადაც მთავარ როლს, მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

 

ამონარიდები „პრაიმტაიმის“ არქივიდან

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X