15:35 | 2021-06-19 ავტორი: Prime Time

წნორში მოხუცმა ერთ-ერთ მემკვიდრეს სახლი აჩუქა, რასაც ნათესავის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა – უბედური შემთხვევა თუ განზრახ დამწვარი მემკვიდრეობა

წნორში მოხუცმა ერთ-ერთ მემკვიდრეს სახლი აჩუქა, რასაც ნათესავის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა – უბედური შემთხვევა თუ განზრახ დამწვარი მემკვიდრეობა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრები გულნაზი სომხიშვილი, ნათესავის, 51 წლის ზურა დავითაშვილის დაკავებას ითხოვს.

 

სომხიშვილის მტკიცებით, მამაკაცმა, რომელიც მას ბიძად ეკუთვნის, სამი დღის წინ ჯერ ავტომობილი დაუზიანა, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლი დაუწვა.

 

„ყველამ იცის, რომ სახლი ბენზინით მან დამიწვა, მანქანაც მან დააზიანა. შეტყობინებებს მიგზავნის, მაგინებს და მემუქრება. მისი მეუღლე იძახის, ეგენიც შიგ უნდა ჩამწვარიყვნენო. ვითხოვ, დააპატიმრონ, დასაჯონ და ზარალი ამინაზღაუროს“,- განაცხადა სომხიშვილმა.

 

 

კონფლიქტი ნათესავებს შორის, საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო, რომელიც სომხიშვილებს პაპამ აჩუქა.

 

რაც შეეხება დავითაშვილს, მამაკაცი პოლიციელებმა გამოკითხეს, თუმცა ის ჯერჯერობით, დაკავებული არ არის.

 

დავითაშვილი წარსულში მკვლელობისათვის ნასამართლევი პირია და ამ ეტაპზეც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

 

სომხიშვილების ოჯახი, თავს ნათესავებს აფარებს და ბიძის დაკავებამდე, სახლში დაბრუნებას არ აპირებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!