01:08 | 2020-07-09 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ცნობილია ვინ არის თეთრპერანგიანი კაცი, რომელიც ამირხანაშვილთან თეთრი მიკროავტობუსით მივიდა – შაქარაშვილის საქმე

ცნობილია ვინ არის თეთრპერანგიანი კაცი, რომელიც ამირხანაშვილთან თეთრი მიკროავტობუსით მივიდა – შაქარაშვილის საქმე

პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია. გავრცელებული ინფორმაციით ლურსმანაშვილი ხაშურის მკვიდრია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.

 

ლურსმანაშვილი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე იმყოფება.

 

„პრაიმტაიმის“ გადამღები ჯგუფი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება და დაკითხვის დასრულებისთანავე Live-ს შემოგთავაზებთ.

 

შეგახსენებთ, რომ მანამდე უწყებაში 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ, ავთო ბილანიშვილს, იგივე „კაწროს“, რომელიც სამინისტროში გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოთხოვნით დაიბარეს.

 

სწორედ გვარამიამ წარმოადგინა ვიდეომასალა, როგორ გაგრძელდა ამირხანაშვილის გზა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ და როგორ შეხვდა მას თეთრი ფურგონიდან გადმოსული მამაკაცი, რომელიც გვარამიას ვარაუდით ავთო ბილანიშვილი უნდა ყოფილიყო.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X