fbpx
14:43 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

ცნობილია საქმიანობები, რომლებსაც შეზღუდვები არ შეეხებათ

ცნობილია საქმიანობები, რომლებსაც შეზღუდვები არ შეეხებათ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

 

შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

 

1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

 

2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

 

3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

 

4. დელივერსა და გატანის სერვისებს;

 

5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

 

6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

 

7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

 

8. აგრარული ბაზრობის მუშაობას

 

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X