11:22 | 2020-09-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ცნობილია რომელ წყაროს მიეკუთვნება კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა

ცნობილია რომელ წყაროს მიეკუთვნება კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული – 45 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

 

45 ახალი შემთხვევა - დღეს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
2020-09-0845 ახალი შემთხვევა - დღეს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

 

მისივე თქმით, 19 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია. ეზუგბაია ამბობს, რომ სამი შემთხვევის წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

 

„3 გახლავთ დონას კლასტერი, 19 გახლავთ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან,  4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 გახლავთ შემოტანი შემთხვევა და აქედან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში და 3 ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა და წყაროს დადგენა.

 

45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას და კიდევ საინტერესოა და 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში და ეს ხუთი ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები