17:18 | 2021-06-05 ავტორი: Prime Time

ცნობილია, რა გადაწყვიტა სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ 

ცნობილია, რა გადაწყვიტა სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშებს გამოიყვანენ.  სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი.

 

„მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა ჩვენი შუამდგომლობა, იქიდან გამომდინარე, რომ სრულად დაგვეთანხმა საფრთხის არსებობაში.

 

მოსამართლის განჩინებაში ნათქვამია: „ვიხელმძღვანელე მტკიცებულებებით, ბაშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის გათვალისწინებით“, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუყონებლივ ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონატიდან“,- განაცხადა ანა აბაშიძემ.

 

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტექნიკური დეტალებიც განმარტა.

 

„სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის შშმ ბავშვებისთვის, რასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის, ამიტომ ტექნიკური დეტალი, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ შშმ ბავშვები უდნა გამოვიდნენ, არის მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ იქ არის საფრთხე, არ შეიძლება რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა ,რომ კანონდებლობით ჩვენ მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია“, – აღნიშნა ორგანიზაციის წევრმა.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!