11:22 | 2020-05-14 ავტორი: ნინი ტაველიძე

ცნობილია პირველი ქვეყანა, რომელთანაც ავიამიმოსვლა გაიხსნება

ცნობილია პირველი ქვეყანა, რომელთანაც ავიამიმოსვლა გაიხსნება

პრემირ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, რომელთანაც ავიამიმოსვლა გაიხსენება.

 

„საქართველო უნდა იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნასა და ამოქმედებას.

 

რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს. პირველი ასეთი ქვეყანა როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი.

 

ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ სტუმრები ამ ქვეყნიდან და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას.

 

გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და ჩვენს მეზობლებთანაც. ეს ყველაფერი იქნება ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი“,- განაცხადა გახარიამ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X