10:47 | 2020-10-15 ავტორი: Prime Time

ცნობილია, მიიღებენ თუ არა უმუშევრობის კომპენსაციას ის პირები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დასაქმდებიან

ცნობილია, მიიღებენ თუ არა უმუშევრობის კომპენსაციას ის პირები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დასაქმდებიან

მთავრობამ საარჩევნო კომისიებში დასაქმების შემთხვევაში უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის საკითხი დაადგინა.

 

როგორც მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული ადამიანები, დარიცხული ხელფასის მიუხედავად უმუშევრობის კომპენსაციას მაინც მიიღებენ.

შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საჭიროება დადგეს! - ინფექციონისტი ეპიდსიტუაციაზე
2020-10-14შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საჭიროება დადგეს! - ინფექციონისტი ეპიდსიტუაციაზე

 

 

„კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:

ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

 

ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა,“- აღნიშნულია მთავრობის 13 ოქტომბრის დადგენილებაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები