16:32 | 2020-05-18 ავტორი: თეონა ყაჭიური

ცნობილია მაჟორიტარობის 3 კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიცია არჩევნებზე წარადგენს

ცნობილია მაჟორიტარობის 3 კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიცია არჩევნებზე წარადგენს

დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდნიმე წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ, შესაძლოა არჩევნებში მაჟორიტარებად იყარონ კენჭი.

 

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უკვე ადგილიც დაასახელა, სადაც იგი აპირებს, რომ არჩევნებზე კენჭი იყაროს. როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, იგი თბილისში აპირებს მაჟორიტარობას.

 

„ორი კვირის ფარგლებში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობას, სავარაუდოდ თბილისში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

სამი წელი და ორი თვე პატიმრობა - გიგი ...მაჟორიტარობას არ გამორიცხავს ასევე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა. თუმცა იგი ოლქს ჯერ ვერ ასახელებს. მისი თქმით, ჯერ ოპოზიციასთან კონსულტაციებია საჭირო.

 

„მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში ,თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე. ჯერ ამაზე არ მიფიქრია. ლოგიკურია, რომ ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ჯერ ვერ ვიტყვი. სხვა პარტიებთან უნდა გავიარო კონსულტაციები“,- აღნიშნავს გიგი უგულავა.

 

რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ეს შეიძლება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი იყოს.

 

კითხვაზე, იქნება თუ არა ეს გორის მაჟორიტარული ოლქი, მან განაცხადა, რომ „არ არის დარწმუნებული, მაგრამ არ გამორიცხავს“.

 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად წარდგებიან, მაგრამ აუცილებლად შეთანხმდებიან საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე.

 

 

ნახეთ, შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის გარეშე

 

ნახეთ, რას ედავებოდნენ ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას

 

ნახეთ, როგორ აფასებდნენ საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკოსების პატიმრობას

 

ნახეთ, რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება

ავტორი: თეონა ყაჭიური


X