14:46 | 2020-04-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ცნობილია კონტაქტი, ვისგან დაინფიცირდა რუსთავში შუახნის ქალი

ცნობილია კონტაქტი, ვისგან დაინფიცირდა რუსთავში შუახნის ქალი

რუსთავში შუახნის ქალს ახალი კორნავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემაც დაადასტურა.

 

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო აბსოლუტურად დადგენილია და იგი ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებს უკავშირდება.

 

„რუსთავის წყარო აბსოლუტურად დადგენილია, უკავშირდება ბანკის საცავის თანამშრომლებს.

 

ბანკის საცავის თანამშრომლები იმყოფებოდნენ სწორედ იმ რეჟიმში. მორიგეობით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს.

 

ეს არის ერთი კლასტერი, ამ კლასტერთან არის დაკავშირებული ის ადამიანი რუსთავში, რომელიც არ იყო ყაზარმულ პირობებში მაგრამ ამათთან ერთად მუშაობდა აქედან გამომდინარე ყველა კონტაქტი ცნობილია, ყველა ღონისძიება ტარდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X