10:20 | 2020-10-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა, რომლებიც გორში შემზარავ ავარიას ემსხვერპლნენ

ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა, რომლებიც გორში შემზარავ ავარიას ემსხვერპლნენ

თბილისი-ლესელიძე-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 10.

2020-10-30"მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია" - "ნაციონალური მოძრაობა" ავტოავარიისას 6 ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

 

დაღუპულთაგან, ერთი სუს-ის რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი ილია (ირაკლი) გაწერელიაა, ასევე დაღუპულია ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია და ვიცე-პოლკოვნიკი, ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია.

 

ასევე, გარდაცვლილები არიან:  ბაჩაროგავა (მძღოლი), ბაჩუკ შენგელია, ოთარ ჯიქია, გოგა ჯალაღონია, ილია გაწერელია და ელვარდ ახალაია.

 

გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა „გორმედში“ გადაიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსს თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავარიების მძიმე სტატისტიკა – რამდენი ადამიანი იღუპება საქართველოს გზებზე

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!