10:30 | 2020-05-15 ავტორი: Prime Time

ცნობილი ქართველი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსეთში, სეჩენოვსკის უნივერსიტეტში კორონავირუსით დაღუპულ ექიმს ზაალ გეორგაძეს გამოემშვიდობნენ. ის საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე იყო. მის შესახებ რუსული მედია წერს.

 

ის 67 წლის იყო და პანდემიის დროს სახლში დარჩენა შეეძლო, მაგრამ თავის გუნდთან ერთად წინა ხაზზე ყოფნა გადაწყვიტა.

 

მის პროფესიონალურ ინტუიციაზე ლეგენდებს ყვებიან. მას შეეძლო იმის შემჩნევა, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ.

 

არ ჰქონდა დასვენების დღეები. პაციენტები და კოლეგები მას დღე-ღამი ნებისმიერ დროს ურეკავდნენ.

 

არავის ეუბნებოდა უარს დახმარებაზე. უყვარდა თავისი საქმე და ადამიანები.

 

კორონავირუსისგან განკურნა უამრავი პაციენტი. მათ შორის რუსეთის მუფტის მოადგილე. იხარჯებოდა 100%-ით, მაგრამ, როცა თავად დასჭირდა დახმარება, ამის ძალა აღარ შერჩა. მას გული 9 მაისს გაუჩერდა.

 

მისი კოლეგები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოდნენ „ძვირფასი ზალიკოს გადასარჩენად“.

 

„ისე მენატრები, მამა. მიყვარხარ მთელი გულით. შენ აუცილებლად უნდა გამხდარიყავი ვინმესთვის მფარველი ანგელოზი და ამიტომაც მოგიწია წასვლა.

 

დამაკვირდი ციდან, შენ ჩემით იამაყებ!“ – დაწერა სოციალურ ქსელში მისმა ქალიშვილმა ქეთიმ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X