18:43 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და მისი მეუღლე ვირუსის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და მისი მეუღლე ვირუსის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი თავად დაგვიდასტურა, პერსონალური ინფორმაციიდან გამომდინარე ჩვენ მის ვინაობას არ ვასახელებთ.

 

„დიახ, ვიმყოფებით საავადმყოფოში. მე უკვე ჩამიტარდა ტესტი კორონავირუსზე და მოვიდა უარყოფითი პასუხი, ახლა ველოდებით ჩემი მეუღლის ტესტის შედეგებს“, – გვითხრა ბიზნესმენმა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მათ ვირუსის ნიშნები აღმოაჩნდათ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები