fbpx
15:10 | 2020-10-23 ავტორი: თამთა თორდია

ვინ არის გარდაცვლილი ვალერიან ნემსიწვერიძე – პრაიმტაიმმა დეტალები გაარკვია

ვინ არის გარდაცვლილი ვალერიან ნემსიწვერიძე – პრაიმტაიმმა დეტალები გაარკვია

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ავჭალაში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში, ერთ-ერთი გახმაურებული დანაშაულის ფიგურანტია.

 

ის 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული.

 

მასთან ერთად საქმეში ფიგურირებდა დავით მინდაძე, რომელსაც თბილისის საოლქო სასამართლომ დავით მინდაძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის მცდელობაში და იარაღის უკანონო ფლობის გამო, ვალერიან ნემსიწვერიძეს კი ბრალად ედებოდა მკვლელობის დაგეგმვა, მინდაძის დაქირავება, მისი ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფა.

 

გარდა ამისა, ის დამნაშავედ ცნო სასამართლომ ბანკის აქტივების მითვისებაში, რომელიც ძმასთან ერთად ჩაიდინა.

 

2007 წელს მინდაძეს სასამართლომ 21 წლით, ვალერიან ნემსიწვერიძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

თავდამსხმელმა 5-6 ჯერ გაისროლა... ცხედარი ისევ ადგილზეა - დეტალები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე
2020-10-23თავდამსხმელმა 5-6 ჯერ გაისროლა... ცხედარი ისევ ადგილზეა - დეტალები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X