fbpx
22:08 | 2020-10-03 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ცნობილი გახდა 2020 წლის საპატიო თბილისელების ვინაობა

ცნობილი გახდა 2020 წლის საპატიო თბილისელების ვინაობა

2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება დიდ ქართველ კლასიკოს, მწერალ გურამ დოჩანაშვილს და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა. ამ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

საპატიო თბილისელებს შორის არიან:

 

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;

 

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში;

 

მარინა ენდელაძე – ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე;

 

 

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი;

 

ლევან გოფოძე – თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი;

 

 

 

ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი;

 

 

ელზა ვაშაკიძე – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი;

 

მარინა ეზუგბაია – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი;

 

 

 

დავით გადელია – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X