14:59 | 2020-04-29 ავტორი: თამარ გონგაძე

ცნობილი ბოლივუდელი მსახიობი გარდაიცვალა! – ნახეთ მისი უკანასკნელი სტუმრობა თბილისში

ცნობილი ბოლივუდელი მსახიობი გარდაიცვალა! – ნახეთ მისი უკანასკნელი სტუმრობა თბილისში

დღეს დილით, 29 აპრილს, ბოლივუდის მსახიობი – ირფან ქჰანი ქალაქ მუმბაის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 53 წლის მსახიობი ბოლო ორი წლის მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა.

 

ბოლივუდის მსახიობი 150 ფილმშია გადაღებული და მათ შორის, ჰოლივუდურ ფილმებში. მან ითამაშა ამერიკულ ფილმებში – “პის ცხოვრება”, “მილიონერი გარეუბნიდან”, “ადამიანი-ობობა”…

 

ირფან ქჰანი თბილისს, 2017 წელს, ორი კვირით სტუმრობდა. მსახიობზე დეტალებს ინდური კინოს სპეციალისტი, დავით ბეჟიტაშვილი გვიყვება.

 

დავით ბეჟიტაშვილი: – ირფან ქჰანს თბილისში იღებდნენ ინდურ ფილმში – “ჰინდი საშუალო დონეზე”. მე იმ პერიოდში მის ქალაქში, მუმბაიში გახლდით გადაღებებზე. ანუ ჩვენ თბილისში ვერ გადავიკვეთეთ. თუმცა ქალაქ მუმბაის ერთ დიდ კინოსკოლაში შეხვედრილი ვართ.

 

უნდა აღვნიშნო, რომ მისი დონის მსახიობები, ისეთი თავმდაბლები არ არიან, როგორც ის იყო. იშვიათია ასეთი უშუალო ვარსკვლავები.

 

ირფანი არ იყო სასიყვარულო ფილმების და გმირი პერსონაჟების განმსახიერებელი. მას სახასიათო როლებში ნახავდით, ჰქონდა უარყოფითი პერსონაჟების როლებიც.

 

სხვათა შორის, პირველად მუმბაიში რომ ჩავიდა, კონდიციონერების შემკეთებლად მუშაობდა. და თურმე, ერთ-ერთი პირველი სახლი, სადაც მან კონდიციონერი შეაკეთა, ლეგენდარულ მსახიობს, რაჯეშ ქჰანს ეკუთვნოდა.

 

ბოლო ორი წელია ავად იყო. ამის შესახებ თვითონაც წერდა ხოლმე. მკურნალობის კურსს ლონდონში გადიოდა. მსახიობს ნეიროენდოკრინული სიმსივნე ჰქონდა…

 

მართლა ძალიან მაგარი მსახიობი იყო. ბოლივუდს მისი რანგის მსახიობი ძალიან ცოტა ჰყავს. ამდენად ის მართლა დიდი დანაკლისია ინდური კინოსამყაროსთვის.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X