21:24 | 2020-07-25 ავტორი: Prime Time

ცნობილი ბერძენი მომღერლის სახლი, სადაც ქართველი მსახურობს და ქართული სიმღერის ბერძნული ვერსიის პრემიერა

ცნობილი ბერძენი მომღერლის სახლი, სადაც ქართველი მსახურობს და ქართული სიმღერის ბერძნული ვერსიის პრემიერა

Happy Day-ს კამერამ ლეპტერი პადაზის სახლში მცირე გასეირნება მოაწყო. მომღერალი ამბობს, რომ ეს მისი ოცნების სახლია და წლების მანძილზე დაუღალავად მუშაობდა, რომ აეშენებინა ისეთი, როგორც ახლა არის.

 

„37 წელი ვმუშაობდი, რომ ჩემი ოცნების სახლი ამეშენებინა, რომელშიც უკვე 22 წელია ვცხოვრობ,” ამბობს პადაზი.

 

ეს მდიდრული ვილა ვულიაღმენში მდებარეობს და აქვს ყველაფერი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ: დიდი და პატარა მისაღები ოთახები, სასადილო ოთახი, ბუხარი, საცურაო აუზი, დიდი კარადა, სარდაფი ბილიარდით, ბოქსის კუთხე და რა თქმა უნდა, დაუჯერებლად ლამაზი ხედები.

როგორც ცნობილია, პადაზის ქართველი და რუსი დამხმარე ქალები ჰყავს.

 

სხვათა შორის, მომღერალმა ჩაწერა ქართული სიმღერის – „არ ვიქნები მე ის ლოთი”-ს ბერძნული ვერსიაა.

 

ქართულ მელოდიაზე  ბერძნული ტექსტი პადაზის ეკუთვნის. ბერძნული ვერსიის სახელწოდება არის  “Πες μου Θεέ μου” (მითხარი ღმერთო ჩემო).

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები