fbpx
11:32 | 2020-10-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, სისხლის პლაზმა სხვების გადასარჩენად გაიღეს

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, სისხლის პლაზმა სხვების გადასარჩენად გაიღეს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გამოჯანმრთელებულ ადამიანებს სისხლის პლაზმის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ეს ინოვაციური მეთოდია, რომელმაც საქართველოში 6 პაციენტი უკვე გადაარჩინა.

 

„პრაიმტაიმი” დაინტერესდა, რომელი ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ ინფექციონისტების მოწოდებას. ჩვენ დავუკავშირდით მათ, ვინც უკვე დაამარცხა Covid 19.

 

ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, გედევან ფოფხაძე სისხლის პლაზმის ჩასაბარებლად უკვე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსში“ განგვიცხადეს.

 

„17 ოქტომბერს შევუერთდი ცერცვაძის მოწოდებას და სხვა ინფიცირებულების დასახმარებლად სისხლის პლაზმა ჩავაბარე ჩემს თანაპარტიელებთან ერთად, ჯაბა ჯიშკარიანთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

ინფიცირებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სისხლის პლაზმის ჩაბარების შესახებ მოწოდებას რუსთავი 2-ის ტელეწამყვანი თეონა ცხომელიძეც შეუერთდა.

 

„ჩავერთე ამ მოწოდების კამპანიაში და ინფიცირებულთა დასახმარებლად სისხლის პლაზმა გავიღე…” – გვითხრა ცხომელიძემ.

 

სავარაუდოდ, ერთ კვირაში ლაბორატორიას თაკო ჩარკვიანიც ეწვევა. ის ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის და დასრულებისთანავე შეუერთდება ინფექციონისტების მოწოდების.

 

კორონავირუსისგან გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ვირუსმა სისხლის ფორმულაზე იქონია გავლენა. ამიტომ, ერთ-ერთ პრეპარატს ვიღებ. ალბათ, ერთ კვირაში დავასრულებ მკურნალობის კურსს და დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ამ კამპანიაში. რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ…”, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

 

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, თეონა ცხომელიძე და გედევან ფოფხაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X