22:48 | 2020-09-21 ავტორი: Prime Time

ცნობილ რესტორანში სისხლიანი დაპირისპირებისას 20 წლის ბიჭი დაჭრეს – დეტალები

ცნობილ რესტორანში სისხლიანი დაპირისპირებისას 20 წლის ბიჭი დაჭრეს – დეტალები

ქუთაისში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში 2 სუფრის ნასვამი წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, 20 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაიჭრა.

 

მას რეფერალურ ჰოსპიტალში ორი ოპერაცია ჩაუტარდა

 

კლინიკის ექიმის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 

სანდრო ბრეგაძესთან დაკავშირებით სკანდალური ჩანაწერი ვრცელდება
2020-09-21სანდრო ბრეგაძესთან დაკავშირებით სკანდალური ჩანაწერი ვრცელდება

 

„გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულმკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში”-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

 

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ახალგაზრდას დანა 4-ჯერ ჩაარტყა, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები