fbpx
15:33 | 2021-01-09 ავტორი: ამუკა ქორიძე

ცნობილ ფეხბურთელ – ქარიმ ბენზემას პატიმრობა ემუქრება, ნახეთ რა მოხდა

ცნობილ ფეხბურთელ – ქარიმ ბენზემას პატიმრობა ემუქრება, ნახეთ რა მოხდა

მადრიდის რეალის“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ცენტრალურ თავდამსხმელ – ქარიმ ბენზემას, თავისი თანაგუნდელის, ფრანგი ფეხბურთელის – მატიე ვალბუენას 2015 წელს დაშანტაჟების გამო, პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას CNN Sport ავრცელებს.

 

საქმე მატიე ვალბუენას სექსჩანაწერს ეხება. ქარიმ ბენზემასთან ერთად, რომელიც ფარულად ფულის გამოძალვაშია ბრალდებული, გამოძიება 4 სხვა პიროვნებაზეც მიმდინარეობს. მათი ვინაობა, ჯერჯერობით დასახელებული არ არის.

 

მაშინ, როდესაც გამოძიება თავდაპირველად დაიწყო, მიუხედავად ეჭვმიტანილი ფეხბურთელის მიერ ბრალის უარყოფისა, ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან, მაინც დაითხოვეს. ინფორმაციას აღნიშნული სპორტული გამოცემა იუწყება.

 

Mathieu Valbuena is determined for a new great acclaim

 

2015 წელს, ფრანგულმა ყოველდღიურმა საღამოს გაზეთმა – „მონდიმ“, მაშინდელ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მატიეს ჰკითხა ადანაშაულებდა თუ არა თვითონ ქარიმს. მან უპასუხა, რომ ფეხბურთელის „უპატივცემულობით“ იგი „ძალიან, ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულია“.

 

ქარიმს საფრანგეთის ნაკრებში ყოფნისას, 81 თამაშში, სულ 27 გოლი ჰქონდა გატანილი, თუმცა მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მას თავისი ქვეყანა აღარ წარუდგენია. ფეხბურთელს „მადრიდის რეალში“ თამაშისას, სულ 250 გატანილი გოლი და ოთხი ევროპის ჩემპიონთა თასი აქვს მოპოვებული. ამასთან ერთად, მას ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, ე.წ. ლა ლიგას 3 ტიტულიც აქვს დამსახურებული.

 

აქამდე, მას მარსელისა და ლიონის გუნდებშიც უთამაშია. ასევე, თურქულ საფეხბურთო კლუბშიც. ამ დროისთვის, ქამირ ბენზემა საბერძნეთის ნაკრებ „ოლიმპიაკოსშია“. იგი ბერძნულ გუნდს 2019 წელს შეუერთდა.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X