fbpx
16:20 | 2020-05-30 ავტორი: Prime Time

„წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა“ – ნათია თურნავა

„წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა“ – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დღეს ქუთაისს სტუმრობდა. ნათია თურნავამ ქალაქის ინდურსტრიულ ზონაში არსებული საწარმოები დათვალიერა.

 

მინისტრი ფრანგული კომპანია „ატლანტიკ გრუპის” გამათბობლების ქარხანასა და გერმანული „აე სოლარის” მზის პანელების საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საწარმოები მუშაობას არ აჩერებენ და გაფართოებას გეგმავენ.

 

„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ის საწარმოები, რომლებიც უცხოელი ინვესტორების მიერ არის ახლახანს დაფუძნებული და გეგმავენ გაფართოებას.

 

დღეს ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ვესტუმრეთ ფრანგული კომპანია „ატლანტიკ გრუპის” საწარმოს, რომელიც ამზადებს საყოფაცხოვრებო გამათბობლებს. თვითონ ეს კომპანია სულ ორი წელია რაც საქართველოშია, თუმცა, არის ძალიან დიდი ჯგუფი და 77 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

 

მნიშვნელოვანია ის, რომ კორონავირუსის გლობალური გამოწვევის პირობებშიც, უცხოური კომპანიები ცდილობენ გამოუშვან უფრო მეტი საექსპორტო ნაწარმი და დაასაქმონ მეტი ადამიანი, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ ყოველთვის იქნება ძლიერი”-განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომპანიაში 150 ადამიანი დასაქმებული. მინისტრის განცხადებით, კომპანია გაფართოების შემდეგ კიდევ 50 ადამიანის დასაქმების პირობას დებს.

 

რაც შეეხება პანდემიის გამო, ეკონომიკის ვარდნას.

 

 

არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი მცდელობის მიუხედავად, დაკარგავენ სამსახურს - ნათია თურნავა
2020-04-02არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი მცდელობის მიუხედავად, დაკარგავენ სამსახურს - ნათია თურნავა

 

„აპრილის თვეში ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი, იცით, რომ ამ დროს ქვეყანაში იყო საგანგებო ვითარება, ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად იმისთვის, რომ მოსახლეობა დაგვეცვა ეპიდემიის გავრცელებისგან.

 

თუმცა არ დაგიმალავთ, რომ მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში. თუმცა ყველა მონაცემი გვაქვს იმისათვის, რომ 2021 წელი იყოს ზრდის წელი და საწარმოები იქნებიან ამ წარმატების შემადგენელი ელემენტები,“ – განაცხადა თურნავამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X