01:48 | 2020-05-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

წლის ბოლომდე ვაქცინა მზად გვექნება – აშშ-ის თავდაცვის მდივანი

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს.

 

„გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მზად გვექნება ვაქცინა.

 

თანაც ისეთი მოცულობით, რომ ამერიკაში და ამერიკის საზღვრებს გარეთ ვუმკურნალოთ ხალხს.

 

იცით, თავდაცვის დეპარტამენტი პირველივე დღიდან ამ ბრძოლაში იყო ჩართული. ახლაც ამ ბრძოლაში ვართ და მომავალშიც ვიქნებით. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ესპერი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X