23:44 | 2020-04-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“წლევანდელ აღდგომას სევდა ახლავს” – თამრი ფხაკაძის განწყობა

“წლევანდელ აღდგომას სევდა ახლავს” – თამრი ფხაკაძის განწყობა

მწერალი თამრი ფხაკაძე იმ ადამიანთა სიაშია, ვისაც მიაჩნია, რომ ახლა ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრება სახიფათოა.

 

როგორც ის “პრაიმტაიმთან” ამბობს, მთავარია სულიერი მდგომარეობა და ღმერთი ყველგან გვხედავს.

 

თამრი ფხაკაძე: – ახლა ლიტურგიაზე შეკრება სახიფათოა როგორც მრევლისთვის, ისე სასულიერო პირთათვის. ღმერთი ერთსაც მიუტევებს და მეორესაც. ორივეს გაუგებს უფალი.

 

ბზობას ტელევიზიით გადმოცემულ ტრანსლაციას სულით და გულით დავესწარი. სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად შეგვიძლია ახლოს ვიყოთ უფალთან.

 

შეიძლება ტელევიზორით უსმინო წირვას და ღრმად განიცადო და ამ პროცესის ზიარი გახდე, ვიდრე ტაძარში მდგომი მერე ნერვიულობდე, ახლა რა მომივაო.

 

მთავარია აღდგომა სულში და გულში იყოს. ღმერთი ხედავს, ვის სულშია ნამდვილი აღდგომა და ვინ გაბრწყინდა ამით.

 

ის ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია. წლევანდელ აღდგომას სევდა ახლავს, ტაძარში ვერ მიდიხარ, ახლობლებს ვერ ნახულობ და დასევდიანებული ხარ, მაგრამ აღდგომა აღდგომად რჩება ისევე, როგორც უფალი რჩება უფლად. ეს იმხელა დღესასწაულია, რომ მაინც ყველაფერზე მაღლა დგება.

ავტორი: თამარ გონგაძე


X