fbpx
21:27 | 2020-10-07 ავტორი: თამარ გონგაძე

“წლებში რომ შედიხარ, კუნთები ეშვება…” – ნახეთ როგორ ვარჯიშობს 51 წლის ლელა წურწუმია

“წლებში რომ შედიხარ, კუნთები ეშვება…” – ნახეთ როგორ ვარჯიშობს 51 წლის ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია კვირაში სამ დღეს ფიტნეს კლუბში ატარებს. როგორც ამბობს, მთელი ცხოვრება ვარჯიშობს, ოღონდ ჩავარდნებით.

 

“მამულიჩა” “ფეისბუქზე” ცოლის ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს. ლელას ფიტნეს ინსტრუქტორი ავარჯიშებს. 51 წლის მომღერალი ტონუსშია და თავს ფიზიკურად კარგად გრძნობს.

 

როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, მწვრთნელი საკმაოდ ტვირთავს და რთულ სავარჯიშოებსაც ასრულებს.

 

 

 

ლელა წურწუმია: – პერსონალურ მწვრთნელთან ერთად ერთი საათით ვვარჯიშობ, მაქვს ჩავარდნები, თუმცა ვცდილობ სისტემატიურად ვივარჯიშო.

 

საკმაოდ რთულ ვარჯიშებს ვაკეთებ, თან დაუზოგავად. აქტიურად მივყვები მწვრთნელის დავალებებს. მიჩვეული ვარ და გამძლეობაც მაქვს. დატვირთული ვარ, არ მზღუდავს.

 

მწვრთნელი მაქებს კიდეც. იმისთვის, რომ ვიყო ტონუსში, ფორმაში, ვარჯიში კარგია. წლებში რომ შედიხარ, კუნთები ეშვება და გაასმაგებულად ხელის შეწყობა უნდა.

 

ფეხით სიარული ნაკლებად მიწევს, თუმცა თუ მცირე მანძილი მაქვს გასავლელი, ფეხით გავლაზე უარს არ ვამბობ.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X