fbpx
15:38 | 2020-09-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

წყვილის ცხოვრებაში ქორწილი უნდა იყოს საბედნიერო დღე და არა რომელიმე კლასტერის წარმოქმნის ღონისძიება – თურნავა

წყვილის ცხოვრებაში ქორწილი უნდა იყოს საბედნიერო დღე და არა რომელიმე კლასტერის წარმოქმნის ღონისძიება – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსის გამო არის დაწესებული სრულად რაციონალურია.

 

სკოლები იმერეთში, რომლებიც პირველკლასელების გარეშე დარჩნენ
2020-09-14სკოლები იმერეთში, რომლებიც პირველკლასელების გარეშე დარჩნენ

 

„დარგობრივი დახურვა არ იგეგმება იმიტომ რომ ჩვენ გამოვაცხადეთ გარკვეული შეზღუდვების ნუსხა, რომელიც ეხება სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებას. დამეთანხმებით, ქორწილი უნდა იყოს წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საბვედნიერო დღე და არა რომელიმე კლასტერის წარმოქმნის ღონისძიება. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს შეზღუდვები სრულიად რაციონალურია. ამის გარდა ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროტოკოლები მაქსიმალურად მკაცრად იყოს შესრულებული“, – განაცხადა თურნავამ.

 

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება, მათ შორის არ იგეგმება სრული კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X