12:50 | 2020-09-16 ავტორი: Prime Time

წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია  გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების – წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და ამ დროისთვის გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 409 ლარით ფინანსდება. აღსანიშნავია რომ ასფალტის საფარი აქ პირველად იგება, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X