15:03 | 2021-09-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

ცხოვრებაში არ მივკარებივარ არცერთ მსგავს ნარკოტიკს – მიხეილ სააკაშვილი გახარიას ექომაგება

ცხოვრებაში არ მივკარებივარ არცერთ მსგავს ნარკოტიკს – მიხეილ სააკაშვილი გახარიას ექომაგება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის გაკეთებას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი ამბობს, ადამიანისთვის კოკაინის მოხმარების ბრალდების წაყენება რუსული ხელწერაა.

 

„მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა.

„მის გარეშე ვერ იცოცხლა“ - ნინო დარასელი ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
2021-09-17„მის გარეშე ვერ იცოცხლა“ - ნინო დარასელი ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

 

ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს. ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია.

 

ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.

 

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი ოცნების ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით თბილისის მერმა, კახა კალაძემ საჯაროდ ნარკოტესტი ჩააბარა და იმავე ქმედებისკენ მოუწოდო სხვა დედაქალაქის მერობის კანდიდატებს. მოგვიანებით პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X