22:24 | 2021-07-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ცხოვრება როგორ გააგრძელე ამდენი წელი? – ბიჭი ბავშვთა სახლიდან, რომელიც ახლა 53 წლისაა და დედას ეძებს

ცხოვრება როგორ გააგრძელე ამდენი წელი? – ბიჭი ბავშვთა სახლიდან, რომელიც ახლა 53 წლისაა და დედას ეძებს

“წერილი დედას” – ამ სათაურით სოციალურ ქსელში, ჯგუფში “ვეძებ” 53 წლის კაცი დედაზე გულისამაჩუყებელ წერილს აქვეყნებს.

 

ის დედას მიმართავს, რომელმაც ბავშვთა სახლში დატოვა.

 

“მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვთა სახლში მიატოვე შენივე ნებით… ჩემი და კი, რომელიც ჩემზე უფროსი იყო, ამის მონაწილე გახადე. ის დაიტოვე, მე კი უდედობისთვის გამწირე. მას ყოველ ღამე ეფერებოდი, მე კიდევ ბავშვთა სახლში ყოფნისთვის გამწირე.

 

იცი ალბათ, ამ თვალებით მომვლელ ქალებში შენ გეძებდი. შემომხედე და ჩემს თვალებში ამოიკითხე, რამდენი ტკივილი მაქვს და სევდა. გამაშვილე ოჯახზე, რომელიც არ იცოდი ვინ იყვნენ, სად წავედი, ვისთან…

 

ცხოვრება როგორ გააგრძელე ამდენი წელი? ჩემს დას რომ ეფერებოდი ნუთუ არასდროს გაგახსენდი? იცი, მე უკვე 53 წლის ვარ და ბევრი რამე გამოვიარე. გამაშვილე არც ისე შეძლებულ მოხუც მშობლებზე. იცი, ადრე მომიკვდა გამზრდელი მშობლები და სულ მარტო დავრჩი, შენგან მიტოვებული ობლად გავიზარდე.

 

ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, მინდოდა მეპატიებინა შენთვის. ჩემი ნათელი წერტილი ჩემი დის პოვნა იყო, მაგრამ იმდენად მალავდი, ალბათ არც არავის გაანდე ეს საიდუმლო. სად ხარ?

 

აქ ჩემს ქვეყანაში ხარ და მე არ ვიცი, ამაზე დიდი უსამართლობა რამე არსებობს?! ალბათ, არც გყვარებივარ არასდროს და არც გინანია თორემ სად ხარ? ჩემი დისთვის ჩაგეკიდა ერთი ხელი, მეორეს მე ჩამკიდებდი… რა გიჭირდა ასეთი, რომ მე ვიყავი ამაში დამნაშავე? მარტოობისთვის გამწირე…” – წერს კაცი, რომელიც დედას ეძებს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X