20:44 | 2020-07-19 ავტორი: Prime Time

ცხოვრება ნიღბებით და ნიღბების გარეშე – რა ხდება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში

ცხოვრება ნიღბებით და ნიღბების გარეშე – რა ხდება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში

„ფოტორეპორტაჟი ბათუმის დაცარიელებული ბუნგალო-კაფეებიდან“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა მასალა Prime Time -ის ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ, სადაც პოსტპანდემიური ბათუმის ტურისტულ ზონებში არსებული სურათი იყო წარმოდგენილი.

 

სწორედ აღნიშნულმა კადრებმა გადამაწყვეტინა, ემიგრაციაში მყოფ ჟურნალისტს, რომ მომემზადებინა რეპორტაჟი ბელგიიდან, რათა ვიცოდეთ, თუ როგორია ვითარება კორონაშეზღუდვების ფონზე სამეფოში. რა დატვირთვით მუშაობენ კვების და გასართობი ობიექტები დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მულტიკულტურულ ქვეყანაში?

 

როგორია ცხოვრება ნიღბებით და ნიღბების გარეშე, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში? ბრიუსელს ხშირად ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქადაც მოიხსენიებენ, რაც იმით არის გამოწვეული რომ აქ მდებარეობს ნატოს შტაბ-ბინის მუდმივი წარმომდგენლობა და ევროპარლამენტი. ქალაქი ადმინისტრაციული დაწესებულებების შტაბ-ბინებითაა გადაჭედილი, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ტურისტს აქ არაფერი ესაქმება?

 

მიიჩნევა, რომ ბრიუსელი ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის დიდად მიმზიდველი არ არის (თან მეზობელი სახელმწიფოების დედაქალაქების – ამსტერდამის და ბერლინის ფონზე, სადაც ღამის ცხოვრება ჩქეფს.) შეიძლება ეს გარკვეულწილად ასეცაა, თუმცა ბრიუსელის ცენტრალურ უბნებში განთავსებული ლუდხანები და კაფე-ბარები, კლიენტების ნაკლებობას წელიწადის არცერთ მონაკვეთში არ უჩიოდნენ, ეს იქამდე, სანამ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან СOVID -19 ის სახელით ცნობილი ვირუსი არ გავრცელდებოდა.

 

კორონაშეზღიდვების პერიოდში გასართობი ობიექტები ბუნებრივია არ გაიხსნა, რითაც მსგავსი ტიპის დაწესებულებების მეპატრონეები დაზარალდნენ, დაზარალდა საშუალო და მსხვილი ბიზნესი; კვების ობიექტები, სასტუმროების ქსელები, კაზინოები, დაზარალდნენ იქ მომუშავე ადამიანები, და რასაკვირველია მომხმარებლებიც. თუმცა, მიმდინარე ზაფხულის პერიოდში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მათ შორის ბელგიის ხელისუფლებაც, გარკვეულ დათმობებზე მაინც წავიდა და იმის მიუხედავადაც, რომ საუბარია მეორე ტალღაზე, საზღვრები გაიხსნა, შესაბამისად გახსნილი საზღვრებიდან მოსულ ტურისტებს, ადგილობრივ კლიენტურასთან ერთად, ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გახსნილი ობიექტები დახვდათ.

 

17 მარტიდან მოყოლებული დღემდე, მას შემდეგ, რაც საზღვრები ჩაიკეტა, ბელგიაში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა ერთი დღითაც არ შეფერხებულა. (საქართველოსგან განსხვვებით, სადაც გარკვეული დროით თბილისის მეტრო დახურეს ) ბელგიაში არ შეჩერებულა ქალაქებს შორის მატარებლებით და ავტობუსებით მიმოსვლაც. მართალია მგზავრების ნაკადებმა იკლო, მაგრამ სახელმწიფო იძულებულს არ ხდიდა თავის მოქალაქეებს რომ ტაქსის ძვირადღირებული სერვისით ესარგებლათ.

 

პირველ ფოტოზე თქვენ ხედავთ ბელგიის რკინიგზის თანამშრომელს სპეციალურ, გამჭირვალე ჩაფხუტში და იქვე მდგარ მგზავრს რომელსაც ბაქანზეც პირბადე უკეთია.

 

 

ბრიუსელის ერთ-ერთი რკინიგზის სადგურიდან გზას ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ, მეტროთი ვაგრძელებთ. მეტროსადგურ ლემონიერში ჩასვლისას მგზავრებს ისევე როგორც ყველა სხვა სადგურზე, პირბადეები უკეთიათ.

 

 

ცენტრალურ მოედანზე ამომავალ სადგურ ბრიუხერს ამოვცდით და მოედანი ნახევრად ცარიელი დაგვხვდა, მეტროდან ამომავალი მგზავრების ნაწილს პირბადე ქუჩაშიც ეკეთათ, რაც სავალდებულო არ არის, თუმცა ბრიუსელის ქუჩებში, სამედიცინო ნიღბებით მოძრავ ადამიანებს ხშირად შეხვდებით.

 

 

მოედნის განაპირა მხარეს განთავსებული კაფე-ბარები კლიენტებს ჩვეულ რითმში ემსახურებიან. სპეციალური, პლასტიკატის გამყოფი ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში განთავსებულ მაგიდებთან მსხდომი მომხმარებლები საყვარელ კერძებს და სასმელებს აგემოვნებენ.

 

 

ხალხმხრავლობით გამორჩეულ და ტურისტებისთვის საინტერესო ქუჩებზე, გზები რკინის ჯებირებითაა გადარაგული, რათა ქვეითად მოსიარულეებს შორის, პირისპირ კვეთის ალბათობა შემცირდეს.

 

 

მოქმედ ტაძრებში და ისტორიულ შენობა-ნაგებობებში, ვიზიტორებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ შესაბამისი სურათებით მოუწოდებენ. საკათედრო ტაძრებში სამედიცინო ნიღბის გარეშე შესვლა კატეგორიულად აკრძალულია.

 

არაერთგის მოწოდებისა, რომ მეტრანახევრიანი დისტანცია, ღია სივრცეშიც მაქსიმალურად იქნას დაცული, ბრიუსელის ცენტრში კონცენტრირებული ვიზიტორების თუ ადგილობრივების, დიდი რაოდენობით კონცენტრირების გამო, ზოგჯერ იგნორირებულია.

 

 

ბელგიის დედაქალქის ცენტრალურ ნაწილში, ღია და ნახევრად ღია კაფეები, სრული დატვირთვით მუშაობენ.

 

 

ბრიუსელის შედარებით ნაკლებად პრესტიჟულ უბნებში, ლუდხანების მესვეურები, კლიენტებს ქუჩაში გამოფენილ სკამებზე ელოდებიან.

 

 

სილამაზის სალონში, ისევე როგორც სხვა ტიპის მომსახურების სფეროში, პერსონალი მომხმარებელს პირბადით ემსახურება.

 

 

რიგი ქუჩაში განთავსებული ბანკომატის წინ, ბრიუსელის ერთ-ერთ გამზირზე.

 

 

ბრიუსელის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი, სადაც ტურისტებიც მრავლად დადიან. კადრი ა.წ. 18 ივლისსაა გადაღებული, დაახლოებით საღამოს ექვსი საათისთვის. (იხილეთ ვიდეოში)

 

დისკო-ბარი ოსტენდᲨი. ოსტენდი ბელგიის ყველაზე ცნობილი საზღვაო კურორტია, სადაც კაფე-ბარები Შეუფერხებლად მუᲨაობს. კადრი ა.წ. 15 ივლისსაა გადაღებული.

 

ბუნგალოს ტიპის ბარი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე. ოსტენდი ბელგია. 14 ივლისი.

 

ავტორისეული მინაწერი; აღნიშნული რეპორტაჟით, მე, როგორც ამ მასალის ავტორს მსურს, რომ ხელისუფლებას ვაჩვენო ევროპის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის მაგალითზე, რომ პანდემიის პირობებშიც, ქვეყანა არ წყვეტს ტურისტულ ცხოვრებას.

 

 

ზაზა სვანაᲫე – სპეციალურად Prime Time-სთვის ბელგიიდან.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X