
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა. გადაადგილების შეზღუდვის გამო მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებზე წვდომა მწირია. მიუხედავად ასეთი სერიოზული გამოწვევისა, იმ მედიკამენტებზეც კი, რომლებიც მოხვდა ცხინვალის სააფთიაქო ქსელებში, ახდენენ მათ კონფისკაციას, იმის გამო, რომ ზოგ მედიკამენტს ქართული წარწერა აქვს.
ჩვენი ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გატარებას შეეწყოს ხელი. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, გავავრცელეთ მასალები როგორც ოსურ, ისე აფხაზურ ენებზე. ასევე ჩვენი პარტნიორების დახმარებითაც ვცდილობთ სხვა ღონისძიებების გატარებას.
გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკასა თუ მკურნალობაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ: