14:22 | 2020-07-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ცხედარი უკანა სავარძელზე იყო“ … თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საკუთარ ეჭვებს აფიქსირებს

„ცხედარი უკანა სავარძელზე იყო“ … თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საკუთარ ეჭვებს აფიქსირებს

გარდაცვლილის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ცხედარი უკანა სავარძელზე იპოვეს.

 

„ამ 5 დღის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მისი პოვნა, კითხვები მიჩნდება. უღრანი ტყე არ არის, რომ ვერ დაენახათ.

 

აღენიშნება თუ არა დაზიანება ცხედარს, ვერ გეტყვით, რადგან ავტომობილშია მოთავსებული და ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

უმძიმესი კადრები თეთრიწყაროდან - შემთხვევის ადგილზე მშობლები ჩავიდნენ
2020-07-22უმძიმესი კადრები თეთრიწყაროდან - შემთხვევის ადგილზე მშობლები ჩავიდნენ

 

 

ადგილზე ექსპერტები არიან. მანქანას გახსნიან და ცხედარს გადმოიყვანენ, შემდეგ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ და დადგინდება, რისგან გარდაიცვალა.

 

უკვე დავრეკე და ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერთვება“, – აცხადებს ადვოკატი.

 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ გამოძიების ნდობა არ მაქვს, საქმეში შესაბამისი, დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან“, – ამბობს რამიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი  გარდაცვლილი დღეს იპოვეს.

 

LIVE: უმძიმესი ვითარება 23 წლის გოგოს გარდაცვალების ადგილზე – მშობლების გარეშე ავტომობილი არ გახსნეს

 

ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში ნახეს.

 

23 წლის გოგოს შესახებ განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის დირექტორმა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. 

 

ამავე თემაზე: უმძიმესი კადრები თეთრიწყაროდან – შემთხვევის ადგილზე მშობლები ჩავიდნენ

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები