14:20 | 2020-05-06 ავტორი: თამთა თორდია

ზღვაში ჩასვლაზე არანაირი პრობლემა არ იქნება! – ზაალ მიქელაძე ზღვაზე დასვენების შესახებ

ზღვაში ჩასვლაზე არანაირი პრობლემა არ იქნება! – ზაალ მიქელაძე ზღვაზე დასვენების შესახებ

წყალში კორონავირუსის გადაცემის ფაქტი მსოფლიოში არ დადასტურებულა, ამიტომ იმედი გვაქვს, წლევანდელი ტურისტული სეზონით ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებენ, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მსოფლიოში წყლიდან გადაცემის ფაქტი დადასტურებული არ არის.

 

„იმედია, ზაფხულში ჩვენი თანამოქალაქეები ტურისტული სეზონით ისარგებლებენ. ოღონდ, რა თქმა უნდა, რეკეომენდაციები დარჩება.

 

მსოფლიოში წყლიდან გადაცემის ფაქტი დადასტურებული არ არის, აქედან გამომდინარე, ზღვაში ჩასვლაზე არანაირი პრობლემა არ იქნება. ზღვაზე სასურველი იქნება დისტანციის დაცვა.

 

ჩვენ საკმაოდ დიდი სანაპირო გვაქვს და არა მგონია, დისტანციის დაცვის პრობლემა შეიქმნას“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 269 ადამიანი.

 

გამოჯანმრთელებულია 269 ადამიანი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5083

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები