18:47 | 2020-04-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ცინიზმის მწვერვალია! – კალაძე გირგვლიანის საქმეზე და ვანო მერაბიშვილზე

ცინიზმის მწვერვალია! – კალაძე გირგვლიანის საქმეზე და ვანო მერაბიშვილზე

„ვფიქრობ მერაბიშვილის ინტერვიუს ჩვენება ძალიან სასარგებლო იყო და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა მის ორგანიზატორებს.“

 

ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

 

კახა კალაძე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ სინანულს არ განიცდიან.

 

„ამ ინტერვიუმ სრული სიცხადით და ბრწყინვალებით დაგვანახა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, რა ხალხი მართავდა ქვეყანას.

 

ინტერვიუმ აჩვენა, რომ არც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, არც ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის წარმომადგენლები ერთი წამითაც არ განიცდიან სინანულს.

 

ცინიზმის მწვერვალია, რომ გირგვლიანის საქმეზე, რომელშიც მერაბიშვილის ოჯახის წევრიც ფიგურირებდა და მონაწილეობდა, მისი შეფასებით გირგვლიანის ოჯახს უბრალოდ დისკომფორტი შეუქმნეს“

 

ეს განცხადება კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X