16:22 | 2020-08-18 ავტორი: Prime Time

წინამძღვრიშვილის N146-ში წყალარინების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წინამძღვრიშვილის N146-ში წყალარინების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N146-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს
2020-07-24ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

აღნიშნულ მისამართზე 13 ოჯახი ცხოვრობს, სამუშაოებს ჩუღურეთის რიაონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 14 000 ლარია.

მსგავსი სამუშაოები 9 მისამართზე უკვე დასრულდა, პარალელურად 7-ზე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე კიდევ 10 მისამართზე განხორციელდება.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

X