
ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მის გარდაცვლილ შვილს იხსენებს.
“დედას ჩიტი.. ამ დღეს პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში იყო გასაუბრებაზე. წინ მომავალი იყო….და მე გავუშვი იქ…შორს….”,- წერს მაია ასათიანი.
შეგახსენებთ, მაია ასათიანის ქალიშვილს, ნუცას საფრანგეთში მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინეს.
საავადმყოფოში უკვე კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს და ის 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის კლინიკაში გარდაიცვალა.
ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო.