13:51 | 2020-09-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ციკლონი საბერძნეთში – ბერძენმა მაშველებმა 619 ადამიანი გადაარჩინეს

ციკლონი საბერძნეთში – ბერძენმა მაშველებმა 619 ადამიანი გადაარჩინეს

ხმელთაშუაზღვიური ციკლონისგან გამოწვეული მდგომარეობა საბერძნეთში მძიმეა.

 

არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებისთვის ეს ერთ-ერთი ურთულესი ღამე იყო, რადგან სულ რამდენიმე საათში მათ 619 ადამიანის შველა მოუწიათ. გადარჩენილებს შორის არის 3 წლის ბავშვიც.

 

საერთო ჯამში დასავლეთ და ცენტრალურ საბერძნეთში, ასევე თესალიაში სახანძრო სამსახურმა 2.450 ზარი მიიღო დახმარების და წყლის ამოტუმბვის თხოვნით.

 

კარდიცას კატასტროფული მგომარეობის გამო ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები