14:56 | 2021-06-27 ავტორი: Prime Time

„ციხე ასეთი გახრწნილისთვის ხომ 3 ვარსკვლავიანი სასტუმროა“ – თამარ ივერი სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს და პეტიციის ინიციატივით გამოდის

„ციხე ასეთი გახრწნილისთვის ხომ 3 ვარსკვლავიანი სასტუმროა“ – თამარ ივერი სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს და პეტიციის ინიციატივით გამოდის

აუცილებლად უნდა შეიქმნას პეტიცია განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებზე სიკვდილით დასჯის შემოღებასთან დაკავშირებით!!! ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანა ამერიკაშიც კი არ გაუუქმებიათ ეს დასჯა და ეს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ ქართველი სოპრანო, თამარ ივერი 8 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით წერს.

 

„აუცილებლად უნდა შეიქმნას პეტიცია განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებზე სიკვდილით დასჯის შემოღებასთან დაკავშირებით!!! ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანა ამერიკაშიც კი არ გაუუქმებიათ ეს დასჯა და ეს ჩვენი ქვეყანა…შანელის ფეიკ სუნამოსავით,,ყველაფერში რომ ცდილობს ამერიკას დაემსგავსოს და მისი პრინციპებით იხელმძღვანელოს….რატომ არ იღებს ამ კანონს ვერ ვხვდები? რაც სამეგრელოში მოხდა…ეს ხომ ყოველგვარ ნულს ქვემოთაა? 2 წელი ორი ნაძირალა მამა შვილი 6 წლის ბავშვს(!) -8წლამდე ყველა კუთხეში აუპატიურებდა (ასევ მის 9წლის დას) და მათ მხოლოდ 15-20 წელი მიესაჯოთ?..და ეს სასტიკი პედოფილები კიდევ სახელმწიფომ “ათრიოს” 20 წელი, საჭმელი ახეთქოს და თუ დასჭირდა უმკურნალოს კიდეც??და მერე ერთ მშვენიერ დღეს ქალბატონ სალომესნაირი “სულგრძელი” პრეზიდენტი შეიწყალებს და ისევ მიეცემა მწვანე გზა მის ამაზრზენ ქმედებებში!!!

 

რა ვერ მიხვდა ეს საზოგადოება რომ თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში…ასეთი მძიმე დანაშაულის პედოფილებს, ტერაქტების მომწყობებს, კანიბალებს, მფატრავებს,დედ-მამის მჭამელ ხალხს…”ჰუმანური ინექციით” ატოვებინებენ იმ ქვეყანას,სადაც მათ “ვერ ივარგეს” და კი ბატონო,სხვა ქვეყანაში ნულიდან დაიწყონ უკეთესად ცხოვრება!!! ყველა მშობლები ვართ,ყოველი თქვენგანი ხვალ და ზეგ შეიძლება “შემდეგი” იყოს. რატომ უნდა “ინახოს“სახელმწიფომ წლობით ეს საზოგადოებისთვის საშიში ავადმყოფები? ეს პედოფილია თუ კანიბალიზმი ხომ უკვე მათ ხასიათშია და სიგარეტის მოწევის გადაჩვევასავით ვერ გადაეჩვევა მას ცხოვრების ბოლომდე.სადაც შანსი მიეცემა… რეფლექსი აუმუშავდება ისევ!!

 

ამ 2-3წლის წინაც პატარა 8წლის სკოლაში მიმავალი გოგოც ტრაგიკულად მოკლა და მკვდარი საშინელ ფორმებში გააუპატიურა ვიღაც ნაძირალამ,რომელიც ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულა პატარა ბიჭის მკვლელობის და ბორჯომის პარკში დამარხვისთვის.ციხე ასეთი გახრწნილისთვის ხომ 3 ვარსკვლავიანი სასტუმროა? მახსოვს თქვეს … პოლიციელებიც კი ცუდად გახდნენ ამ კაცის მობილურში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოების და სურათების ნახვის შემდეგო. ის კი დღესაც ცოცხალია და ალბათ შეწყალებას ელის როდესმე.ან თუნდაც ის მანიაკი მწყემსი, ამერიკელი ოჯახი რომ ამოხოცა მისი ჟინის დასაკმაყოფილებლად და პატარა ბავშვს სანადირო თოფით გაუხვრიტა შუბლი.,ან გოგონა,ვინც საკუთარი დედა დაანაწევრა და შეჭამა.ისინი გამოუსწორებელი ავადმყოფები არიან და მათ გვერდით ყოველი თქვენგანი “დენთის კასრზე” უნდა იჯდეს…თუ როდის რა წამოუვლის თავში.ერთადერთი,რაც ამ ავადმყოფებს აშინებთ ეს არის სიკვდილით დასჯა….და იციან რა,რომ სახელმწიფოს ეს კანონი არ აქვს….ამით ეხსნებათ ხელ-ფეხი!!

 

მოვითხოვ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ჩემსავით, რომ კვლავ ძალაში შევიდეს საქართველოში…ერთ დროს აქტიური სიკვდილით დასჯის კანონი….ასეთ, განსაკუთრებულად უმძიმესი დამნაშავეებისთვის!!

 

პ.ს.ხოლო,ის “სხვის ომში ბრძენჩიკები“,ვინც გამომიხტება და დამიწყებს მორალის კითხვას ჰუმანურობაზე,უდანაშაულობების პრეზუმფციებზე,კონსტიტუციის მუხლებზე, კანონზე და

 

არ გაბოროტდე!

 

ნუ გახდები მისნაირი!

 

სახელმწიფოს და პოლიციის ბრალია!

 

ვინც უცოდველია პირველი ქვა იმან ესროლოს! და ა.შ

 

მიიბლოკება ყველა!!!

 

ჰუმანურობა არ მაკლია….მაგრამ ამ კატეგორია ხალხზე ეს ეპითეტები არ ვრცელდება!!!

 

ისინი საზოგადოებისთვის სამუდამოდ საშიშნი რჩებიან და ასეთ დანაშაულებებზე საკუთარი თავით უნდა ზღონ!!!!

 

აბა,ის იყო სამართლიანი თვითმფრინავის გატაცებისთვის რომ დახვრიტეს საბრალო ახალგაზრდები,რომლებსაც “ცოტა სხვაგვარი”,თავისუფალი ცხოვრება სწყუროდათ და ჭიანჭველა არ მოუკლიათ,“ – წერს თამარ ივერი.

 

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი ორი დღის წინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

 

დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.

 

„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავეების მხრიდან გოგონაზე ძალადობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროკურატურის ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები დაზარალებული გოგონას დაზეც ძალადობდნენ. სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.

 

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

 

ავტორი: Prime Time

X