12:48 | 2020-06-18 ავტორი: Prime Time

ციფრული ტექ-ფესტივალი „aTech Restart“ დღეს იწყება

ციფრული  ტექ-ფესტივალი „aTech Restart“ დღეს იწყება

ციფრული ტექ-ფესტივალი, aTech Restart  დღეს იწყება და 21 ივნისამდე გაგრძელდება. ფესტივალი  „აჭარაბეთის“ ინიციტივითა და ფინანსური მხარადჭერით, Startup Grind Tbilisi Georgia-სთან ერთად იმართება. ტექ-ფესტივალის თემაა „ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან“.

 

კომპანია აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. აჭარაბეთი კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში.

 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექ ჰაკათონი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა იმის შესახებ თუ “როგორ უნდა გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?”

კომპანია აჭარაბეთი Startup Grind-ის მხარდამჭერია და წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს
2020-06-09კომპანია აჭარაბეთი Startup Grind-ის მხარდამჭერია და წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს

ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე 100-მდე გუნდმა გაიარა,  გამარჯვებულებისთვის კომპანია აჭარაბეთმა დამატებით 20.000 ლარიან საპრიზო ფონდი  გამოყო,გამარჯვებული გუნდი ასევე დამატებით სტარტაპ გრაინდის რეგიონალურ კონფერენციაზე შეძლებს კომპანიის წარდგენას და სილიკონ ველის ინვესტორებთან შეხვედრას.

 

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე შესაძლებელობა ექნებათ ონლაინ მოუსმინონ და კითხვები დაუსვან საინტერესო სტუმრებს, რომლებიც თემასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები