11:20 | 2020-06-25 ავტორი: Prime Time

„ცეცხლი წაიკიდა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა“ – ცნობილი ხდება 36 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ახალი დეტალები

„ცეცხლი წაიკიდა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა“ – ცნობილი ხდება 36 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ახალი დეტალები

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში ახალგაზრდა ქართველი ქალის გარდაცვალების ახალი დეტალები.

 

პირველ ეტაპზე, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველი ემიგრანტი სავარაუდოდ აფეთქების ტალღამ მეხუთე სართულიდან გადმოაგდო, ვინაიდან ცხედარი ნაწილობრივ დამწვარი იყო.

 

ემიგრანტის შვილის სულისშემძვრელი წერილი - „ვტიროდი უცნობ დედას. მიცვალებულს გიკოცნიდი თვალებს“
2020-06-13ემიგრანტის შვილის სულისშემძვრელი წერილი - „ვტიროდი უცნობ დედას. მიცვალებულს გიკოცნიდი თვალებს“

 

გარდაცვლილი ქალის მეგობარი კი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ რეალურად აფეთქება არ მომხდარა. მისი თქმით, 36 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

„ცეცხლი წაიკიდან და მეხუთე სართულიდან გადმოხტა. ბოლო პერიოდში, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა. თვითმკვლელობა ადრეც სცადა, თუმცა მაშინ გადავარჩინეთ, სამწუხაროდ, ახლა ეს ვერ შევძელით“, – ყვება გარდაცვლილის მეგობარი.

 

36 წლის ქართველის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულოც.

 

„სალონკიში საქართველოს საკონსულომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება აღნიშნული ფაქტის შესახებ. ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან, როგორც ადგილობრივ  სამართალდამცავებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს მოკვლევა“, – გვითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X