fbpx
12:48 | 2020-11-06 ავტორი: Prime Time

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან თარხნიშვილი თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვს

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან თარხნიშვილი თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვს

ლევან თარხნიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრია, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

 

თარხნიშვილი ჟვანიას არჩევნების გაყალალბებაში ადანაშაულებს.

 

„ის, რაც მოხდა და როგორც მოიქცა ცესკო, ლოგიკური გაგრძელებაა მთელი იმ ჯაჭვის, თუ როგორ იქცეოდა საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი ამ არჩევნების განმავლობაში.

 

მათ არ მოახდინეს რეაგირება არც ერთ დარღვევაზე, საარჩევო ადმინისტრაცია არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური, მაგრამ „ქართულ ოცნებისთვის“ სანდო კადრებით დააკომპლექტეს, ამის შედეგად მივიღეთ ის ყველაფერი, რომ 4-ჯერ გადაწერილი ოქმიც კი შეიცავს შეცდომებს.

 

საარჩევნო ადმინისტრაციას არც ერთ დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია. არჩევნების ღამით გვახსოვს როგორ მოხდა შედეგების გამოცხადება, ამის ლოგიკური გაგრძელება არის ის, რომ 91 საჩივრიდან არც ერთი არ არის არათუ დაკმაყოფილებული, არამედ მათი უმეტესობა საერთოდ არ განიხილეს.

 

სწორედ ამის გამო მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური. არ ვაღიარებთ მის შედეგებს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და თქმა უნდა, ეს არჩევნები უნდა ჩაატაროს ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ.

 

თამარ ჟვანია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ყველა იმ ქმედების გამო, რომელიც მან ჩაიდინა არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან დღემდე“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

 

როგორ ფასდებოდა არჩევნები 2012 წლამდე და როგორ ფასდება ახლა? - საერთაშორისო გამოხმაურებები
2020-11-03როგორ ფასდებოდა არჩევნები 2012 წლამდე და როგორ ფასდება ახლა? - საერთაშორისო გამოხმაურებები

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის არჩევნებზე მაშინდელი ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაში სწორედ ცესკოს იმდროინდელ თავმჯდომარეს, ლევან თარხნიშვილს ადანაშაულებდა. მაშინ, ცესკომ ოქმები არჩევნების მეორე დღეს გამოაქვეყნა, რასაც ლევან თარხნიშვილი ასე ეხმაურებოიდა:

 

„მე მესმის ის მოუთმენლობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს ამ შედეგების გარშემო, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ ის მიზეზი, რის გამოც შედეგების შეჯამება ცოტა გაჯანჯლდა: პირველი, თოვლმა შეაფერხა მთელი რიგი უბნებიდან რეზულტატების გამოტანა;

 

მეორე, არჩევნების გარდა დღეს ტარდებოდა პლებისციტის ორი კითხვა და შესაჯამებელია სამი მონაცემი; და მესამე, კომისიების პარტიული შემადგენლობიდან გამომდინარე თითოეულ გადაწყვეტილებაზე მიმდინარეობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ცხარე დებატები, რაც ასევე აგრძელებს ხოლმე პროცესს, მაგრამ ეს ყველაფერი არის დემოკრატიის ნაწილი.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხალხი გაგებით მოეკიდება ამ მცირე შენელებას”, – აცხადებდა თარხნიშვილი.

 

ცნობისთვის: 2008 წლის არჩევნებს ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა დიდი იმედგაცრუება უწოდა და თქვა, რომ მას შეუძლია დარღვევების უზარმაზარი სია წარმოადგინოს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X