00:51 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო, რომლის მიხედვით, საქართველოში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია

ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო, რომლის მიხედვით, საქართველოში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.

 

სიების გადმოცემასთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკო-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.

მიუ შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს - პაატა იმნაძე 
2021-09-16მიუ შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს - პაატა იმნაძე 

 

„განახლებული მონაცემების საფუძველზე, საზოგადოებისა და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რომლებიც მოხსნის ყველა იმ კითხვის ნიშანს და გამორიცხავს იმ მანიპულაციას, რომლებიც ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში, შესაძლოა, არსებობდეს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

 

პოტენციურ ამომრჩეველთა სიის შედგენის პროცესზე ისაუბრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ სანიკიძემ. როგორც მან აღნიშნა, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სია იყოს სრულყოფილი.

„მთავარია, მას არ ჩავყვეთ საფლავში“ - ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი 
2021-09-15„მთავარია, მას არ ჩავყვეთ საფლავში“ - ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი 

 

„ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ამომწურავი და ყველაზე გამჭვირვალე სია, რაც განამტკიცებს სრულად იმ მთავარ პრინციპს, რომელსაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“, – განაცხადა ზურაბ სანიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

როგორც ცესკო-ში აღნიშნავენ, მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.

 

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!