10:12 | 2021-06-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

წესების არდაცვამ, შესაძლებელია, ერთი წლით უკან დაგვაბრუნოს – თენგიზ ცერცვაძე 

წესების არდაცვამ, შესაძლებელია, ერთი წლით უკან დაგვაბრუნოს – თენგიზ ცერცვაძე 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ცირკულირების ფონზე, ეპიდსიტუაცია ნელი ტემპებით სტაბილურდება.

 

ამასთან, ინფექციონისტი იმასაც აღნიშნავს, რომ შეზღუდვების მოხსნის ფონზე, წესების არდაცვამ შესაძლოა, ერთი წლით უკან დაგვაბრუნოს.

 

ეპიდსიტუაცია არ არის წყნარი და უსაფრთხო. თუ შეზღუდვების შემსუბუქებას სწორად არ მივუდგებით და არ გამოვიყენებთ, შესაძლოა, ამან უკან დაბრუნება და შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს. ვიდრე ვაქცინაცია არ შევა ძალაში, რასაც, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი ქორწილებისგან და გართობისგან. სამი თვე, ცხოვრებაში, გადამწყვეტი არაა და ამ სამ თვეში, წესების არდაცვამ, შესაძლებელია, ერთი წლით დაგვაბრუნოს უკან“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X

error: Content is protected !!