
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განცახადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კვირები გამოვიყენოთ ბიზნესთან კომუნიკაციისთვის და მოვემზადოთ თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის“,- განაცხადა ნათია თურნავამ.