fbpx
11:28 | 2020-12-02 ავტორი: თეონა ყაჭიური

წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. ეს ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა, ბავშვები, ბებიები, ბაბუები. გაჭირდებოდა კონტროლი და უხერხული იქნებოდა მოქალაქეებისთვის გვეთქვა, რომ თქვენ არ შეხვიდეთ საახალწლო სოფელში, რადგან ბევრი ხალხია.

 

ვის გაუძვირდება გაზის საფასური 3 იანვრიდან - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბონენტებისთვის
2020-12-01ვის გაუძვირდება გაზის საფასური 3 იანვრიდან - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბონენტებისთვის

 

ჩვენ 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის მოწყობაში, ეს თანხები მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ამ თანხით ჩვენ დავეხმარებით მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X