17:35 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

წელს ქვევით გამაშიშვლა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო – რა უამბო 8 წლის ბავშვმა დედას

წელს ქვევით გამაშიშვლა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო –  რა უამბო 8 წლის ბავშვმა დედას

18 წლის მოზარდს, რომელსაც 8 წლის ბიჭთან ძალადობრივ სქესობრივ კავშირს ედავებიან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

დაზარალებულის დედა „კურიერთან“ მომხდარის დეტალებს ყვება.

 

„ბავშვმა მითხრა, დედიკო, წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, მე შენ რაღაც თამაში უნდა გასწავლოო. რა გაუკეთა, არ ვიცი. ბავშვი რომ დაკითხეს, იქ უთქვამს დედამ არ იცისო და ეს ფაქტი წინა დღესაც იყოო. ასე მითხრა, მშობლებთან არაფერი თქვა, თორემ გცემო,”- აცხადებს დაზარალებულის დედა.

 

თავად ბრალდებულის, 16 წლის ბიჭის მამიდა ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და მას „არაფერი დაუშავებია“.

 

„ბრალს არ აღიარებს და ძალიან მშვიდად არის, რადგანაც მას არაფერი დაუშავებია. ჩვენ ვითხოვთ, წაიყვანონ ის ქალბატონი და გამოიკვლიონ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვს კი, ზოგადად რასაც დააძალებ და ეტყვი, იმას გაიმეორებს. მაგ ბავშვის დედა ცემს ბავშვებს, ღამის 12 საათზე ისმის ხოლმე ხმა. ეს არის გამოსაკვლევი და არა ჩემი ძმიშვილი,”- აცხადებს ბრალდებულის მამიდა.

 

ცნობისთვის, 16 წლის მოზარდი, რომელსაც 8 წლის ბიჭთან ძალადობრივი სქესობრივი კავშირი ედება ბრალად, ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული.

 

გამოძიების მტკიცებით, შემთხვევა, კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში, მაისის ბოლოს, დაზარალებულის სახლში მოხდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება შეიცვალა და 9 ივნისს, მოზარდი დააპატიმრეს.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კანონმდებლობა, ექვსთვიან ვადას ითვალისწინებს.

 

ავტორი: Prime Time


X